კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა
კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა

ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის ახალი ტიპის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ჰებეის პროვინციის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა იან იუნიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სწორედ აღნიშნული პროვინციის ქალაქი უხანი არის ვირუსის გავრცელების ეპიცენტრი.

აქამდე უცნობი ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 440-ს გადააჭარბა.

ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის გამო მსოფლიოს ხვადასხვა ქვეყნის აეროპორტებში შემოწმება გაამკაცრეს.

ვირუსის შემთხვევები დაფიქსირდა ტაილანდში, ტაივანში, ჰონგ-კონგში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და აშშ-შიც.

აღსანიშნავია, რომ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ამ წუთებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში საგანგებო სხდომა მიმდინარეობს.