ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრები დაიწყო. დღეს, პირველად ვაქცინა „მედალფას“ კლინიკის ექიმებმა – თამარ კუნჭულიამ და ვერიკო ჩიჩუამ გაიკეთეს.
სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირები „მედალფას“ კლინიკაში აიცრებიან.
ლანჩხუთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 300 დოზა მიიღო. კლინიკა „მედალფაში“ ვაქცინაციის პროცესს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, ბესიკ ტაბიძე დაესწრნენ.
„დღეს დაიწყო ვაქცინაციის პროცესი. გავიკეთე ვაქცინა. თავს შესანიშნავად ვგრძნობ. მოვუწოდებ ყველას, ჩაერთონ ამ პროცესში, რათა დროულად დასრულდეს პანდემია“, – განაცხადა ექიმმა თამარ კუნჭულიამ.