კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად სადეზინფექციო ღონისძიებების ჩატარება  დაიწყო.

ლანჩხუთის მერიის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლების მიერ ბანკის, საჯარო სკოლის, აფთიაქების, სწრაფი ჩარიცხვის აპარატების, კვების ობიექტებისა და ბაზრების მიმდებარე ტერიტორიები დამუშავდა.

„ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე დავიწყეთ ქალაქის ცენტრალური ქუჩისა და მიმდებარე ტერიტორიების დეზინფექცია. სპეციალისტების მიერ განსაკუთრებით დამუშავდა ის ადგილები, სადაც მოსახლეობას ყველაზე ხშირად უწევს გადაადგილდება. სადეზინფექციო სამუშაოები ქალაქის სხვადასხვა უბანში მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.