კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 9,76 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 9,76 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 10,92 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 10,26 პროცენტი.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 778 პირს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 753 პაციენტი.
გუშინ, 30 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 1 915 შემთხვევა გამოვლინდა, 5 929 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 78 კი გარდაიცვალა.