კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 7,45 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 9,36 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 9,36 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 7,45 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 9,99 პროცენტი.
დღეს „კოვიდ-19“ 3 886 პირს დაუდასტურდა, 4 103 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
გუშინ, 31 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 4 778 შემთხვევა გამოვლინდა, 4 753 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 79 კი გარდაიცვალა.