კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 8,54 პროცენტს, ბოლო 7 დღის კი 7,44 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 7,44 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 8,54 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 7,58 პროცენტი.
დღეს „კოვიდ-19“ 3 221 პირს დაუდასტურდა, 2 990 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 54 კი გარდაიცვალა.
გუშინ, 13 სექტემბერს საქართველოში კორონავრუსის 946 შემთხვევა გამოვლინდა, 4 351 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 48 კი გარდაიცვალა.