კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 5.48 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 5.48 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 3.5 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 5.82 პროცენტი.
დღეს „კოვიდ-19“ 1 409 პირს დაუდასტურდა, 1 256 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 27 კი გარდაიცვალა.