კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 4,92 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 4,92 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 5,26 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 4,57 პროცენტი.
დღეს „კოვიდ-19“ 1 286 პირს დაუდასტურდა, 1 701 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 13 კი გარდაიცვალა.