კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 4,86 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 4,86 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 5,17 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 4,5 პროცენტი.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1808 პირს დაუდასტურდა, 361 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 22 კი გარდაიცვალა.