კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 4,72 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 4,72 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 4,94 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 4,54 პროცენტი.
დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 433 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 160 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 18 კი გარდაიცვალა.