კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 4,51 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 4,51 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 4,64 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 4,03 პროცენტი.
დღეს კორონავირუსით ინფიცირების 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 058 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 18 კი გარდაიცვალა.