კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 4,26 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 4,26 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 5,3 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 4 პროცენტი.
დღეს „კოვიდ-19“ 1 862 პირს დაუდასტურდა, 619 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 11 კი გარდაიცვალა.