კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 4,24 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 4,24 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
დადებითობის დღევანდელი დღიური მაჩვენებელი არის 4,64 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 3,87 პროცენტი.
ბოლო 24 საათში კორონავირუსის 659 შემთხვევა გამოვლინდა, 713 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 16 კი გარდაიცვალა.