კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 4,21 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 4,21 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 4,32 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 4,04 პროცენტი.
დღეს „კოვიდ-19“ 733 პირს დაუდასტურდა, 1 530 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 20 კი გარდაიცვალა.