კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 4,13 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 4,13 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 4,16 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 4,26 პროცენტი.
დღეს „კოვიდ-19“ 1 064 პირს დაუდასტურდა, 1 135 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 29 კი გარდაიცვალა.