კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 3,9 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 3,9 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 4,08 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 4,96 პროცენტი.
დღეს „კოვიდ-19“ 968 პირს დაუდასტურდა, 903 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 16 კი გარდაიცვალა.