კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 3,84 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 3,84 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 4,32 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 4,9 პროცენტი.
დღეს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 504 პირს, 2 038 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 27 კი გარდაიცვალა.