კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,73 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,73 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 2,13 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 2,77 პროცენტი.
დღეს „კოვიდ-19“ 821 პირს დაუდასტურდა, 866 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 31 კი გარდაიცვალა.