კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,66 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,66 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 2,78 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 2,46 პროცენტი.
ბოლო 24 საათში კორონავირუსის 521 შემთხვევა გამოვლინდა, 911 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა.