კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,55 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,55 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 3,27 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 2,43 პროცენტი.
ბოლო 24 საათში კორონავირუსის 914 შემთხვევა გამოვლინდა, 635 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 24 კი გარდაიცვალა.