კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,44 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,44 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 1,84 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 2,67 პროცენტი.
დღეს „კოვიდ-19“ 695 პირს დაუდასტურდა, 797 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 16 კი გარდაიცვალა.