კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,4 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,4 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 2,36 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 2,49 პროცენტი.
დღეს „კოვიდ-19“ 741 პირს დაუდასტურდა, 498 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 18 კი გარდაიცვალა.