კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,4 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,4 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 2,2 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 2.6.
საქართველოში დღეს კორონავირუსის 396 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 469 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 19 ადამიანი.