კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,25 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,25 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 1,61 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 2,28.
საქართველოში დღეს კორონავირუსის 362 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 470 პაციენტი, გარდაიცვალა 12 ადამიანი.