კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2.36 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2.36 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 2.33 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 2.36.
საქართველოში დღეს კორონავირუსის 443 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 461 პაციენტი, გარდაიცვალა 6 ადამიანი.