კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1,68 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1,68 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 1,41 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 1,65 პროცენტი.
საქართველოში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 365 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 415 პაციენტი, ხუთი კი გარდაიცვალა.