კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1,68 პროცენტს შეადგენს

10:41, 28.03.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1,68 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 1,41 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 1,65 პროცენტი.

საქართველოში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 365 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 415 პაციენტი, ხუთი კი გარდაიცვალა.

მსგავსი