კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1,55 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1,55 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 0,89 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 1,96.
საქართველოში დღეს კორონავირუსის 248 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 525 პაციენტი, გარდაიცვალა 11 ადამიანი.