კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 11,14 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 11,14 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 12,97 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 10,63 პროცენტი.
დღეს „კოვიდ-19“ 6 208 პირს დაუდასტურდა, 3 539 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 47 კი გარდაიცვალა.