კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 11,09 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 11,09 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 10,4 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 10,71 პროცენტი.
დღეს „კოვიდ-19“ 5 914 პირს დაუდასტურდა, 3 316 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 49 კი გარდაიცვალა.