კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 11,01 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 11,01 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 9,95 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 10,78 პროცენტი.
დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 4 921 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 471 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 58 კი გარდაიცვალა.