კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 10,98 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 10,98 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 10,22 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 10,86 პროცენტი.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 4 743 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 393 პაციენტი.