კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 10,8 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 10,8 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 10,8 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 10,29 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 10,94 პროცენტი.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 2 354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 200 პაციენტი. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 60 ადამიანი გარდაიცვალა.