კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 10,57 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 10,57 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 9,52 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 10,84 პროცენტი.
დღეს „კოვიდ-19“ 5 021 პირს დაუდასტურდა, 5 041 პაციენტი გამოჯანმრთელდა.