კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 10,04 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 10,04 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 8,94 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 10,44 პროცენტი.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 915 პირს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 5 929 პაციენტი.
გუშინ, 29 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 2 669 შემთხვევა გამოვლინდა, 6 177 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 76 კი გარდაიცვალა.