კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1.34 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1.34 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 1.41 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 1.52 პროცენტი.
საქართველოში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 382 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 313 პაციენტი, გარდაიცვალა შვიდი პაციენტი.