კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9,63 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 9,79 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 9,79 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 9,63 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 8,51 პროცენტი.
დღეს „კოვიდ-19“ 5 596 პირს დაუდასტურდა, 2 946 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 47 კი გარდაიცვალა.
გუშინ, 11 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 5 486 შემთხვევა გამოვლინდა, 2 893 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 46 კი გარდაიცვალა.