კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9,53 პროცენტს, ბოლო 7 დღის კი 9,63 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9,53 პროცენტს, ბოლო 7 დღის კი 9,63 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 9,63 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 9,53 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 8,1 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 5 486 პირს დაუდასტურდა, 2 893 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 46 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 10 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 2 953 შემთხვევა გამოვლინდა, 1 085 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 31 კი გარდაიცვალა.