კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9,25 პროცენტს, ბოლო 7 დღის კი 10,19 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9,25 პროცენტს, ბოლო 7 დღის კი 10,19 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 10,19 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 9,25 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 9,98 პროცენტი.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 4 563 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 744 პაციენტი, 77 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 10 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 5 751 შემთხვევა გამოვლინდა, 3 647 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 78 კი გარდაიცვალა.