კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9,11 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 9,02 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 9,02 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 9,11 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 8,79 პროცენტი.
დღეს კორონავირუსის 5 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 348 პაციენტი.
გუშინ, 19 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 5 739 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 082 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 36 კი გარდაიცვალა.