კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8,65 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 7,43 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 7,43 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 8,65 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 6,18 პროცენტი.
დღეს „კოვიდ-19“ 3 567 პირს დაუდასტურდა, 2 105 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 41 კი გარდაიცვალა.
გუშინ, 5 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 3 436 შემთხვევა გამოვლინდა, 1 805 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 32 კი გარდაიცვალა.