კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8,64 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 7,6 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 7,6 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 8,64 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 6,25 პროცენტი.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 530 პირს დაუდასტურდა, 1 848 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 23 გარდაიცვალა.
გუშინ, 10 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 2 490 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 056 პაციენტი, გარდაიცვალა 25 პაციენტი.