კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8,64 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 7,6 პროცენტს შეადგენს

10:53, 11.10.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 7,6 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 8,64 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 6,25 პროცენტი.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 530 პირს დაუდასტურდა, 1 848 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 23 გარდაიცვალა.

გუშინ, 10 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 2 490 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 056 პაციენტი, გარდაიცვალა 25 პაციენტი.

მსგავსი