კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 8,57 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 8,57 პროცენტს შეადგენს.
ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 8 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 7,21 პროცენტი.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 4 212 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 982 პაციენტი.
გუშინ, 13 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 4 837 შემთხვევა გამოვლინდა, 1 586 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 26 კი გარდაიცვალა.