კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7 პროცენტს, ბოლო 7 დღის კი 5,61 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 5,61 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 7 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 5,63 პროცენტი.
დღეს „კოვიდ-19“ 2 228 პირს დაუდასტურდა, 1 711 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 28 კი გარდაიცვალა.