კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 6,61 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 6,46 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 6,46 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 6,61 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 6,85 პროცენტი.
დღეს „კოვიდ-19“ 1 698 პირს დაუდასტურდა, 1 910 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 38 კი გარდაიცვალა.
გუშინ, 23 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 1 653 შემთხვევა გამოვლინდა, 2 646 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 47 კი გარდაიცვალა.