კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 6,61 პროცენტს, ბოლო 7 დღის კი 7,42 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 6,61 პროცენტს, ბოლო 7 დღის კი 7,42 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 7,42 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 6,61 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 8,27 პროცენტი.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 2 262 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 795 პაციენტი, 54 კი გარდაიცვალა.