კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 30,05 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 27,36 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 27,36 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 30,05 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 24,27 პროცენტი.
დღეს „კოვიდ-19“ 23 664 პირს დაუდასტურდა, 8 326 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 42 კი გარდაიცვალა.
გუშინ, 2 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის 26 320 შემთხვევა გამოვლინდა, 9 555 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 44 კი გარდაიცვალა.