კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 28.95 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 29.7 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 29.7 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 28.95 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 31.5 პროცენტი.
დღეს „კოვიდ-19“ 9 400 პირს დაუდასტურდა, 18 770 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 34 კი გარდაიცვალა.
გუშინ, 19 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის 13 288 შემთხვევა გამოვლინდა, 21 183 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 51 კი გარდაიცვალა.