კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 28.95 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 29.7 პროცენტს შეადგენს

11:16, 20.02.2022

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 29.7 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 28.95 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 31.5 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 9 400 პირს დაუდასტურდა, 18 770 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 34 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 19 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის 13 288 შემთხვევა გამოვლინდა, 21 183  პაციენტი გამოჯანმრთელდა, 51 კი გარდაიცვალა.

მსგავსი